მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმა იწყება

5a5c6c506f04e
BM.GE
15.01.18 12:53
614
თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმა იწყება. პროექტის პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერთან კახი კალაძესთან ერთად ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ გამართა.

ცვლილება სხვადასხვა მიმართულებებს ეხება. დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით, უქმდება ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური და იქმნება ახალი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური. არქიტექტურულ სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების სამსახური. არქიტექტურა დარჩება ცალკე და იქნება სერვისებზე ორიენტირებული, ხოლო პოლიტიკას წარმართავს ქალაქის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.

კულტურის, განათლებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურები ერთი სამსახურის ქვეშ გაერთიანდება. კეთილმოწყობის სამსახური კი ფორმირდება ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურად.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად. მისი ძირითადი მიმართულებები იქნება - მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარების დანერგვა, ქალაქმშენებლობის პროცეში მონაწილეობა, მწვანე პოლიტიკის განსაზღვრა და დაგეგმარება, ტყის მართვის პოლიტიკის შემუშავება, ქალაქ მშენებლობის პროცესში მონაწილეობა იქნება.

2 ახალი მიმართულება ემატება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს - სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრა, რაც აქამდე არ არსევობდა და ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში გატარებაში და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები