თბილისის მერიის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფი“ სანიაღვრე ქსელებს ყოველდღე წმენდს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სპეცტექნიკის საშუალებით ირეცხება ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სანიაღვრე ქსელი და კოლექტორი.
ამას გარდა, მიმდინარე კვირის განმავლობაში სანიაღვრე სისტემა უკვე გაიწმინდა 34 მისამართზე:
ბელიაშვილის ქუჩაზე, მაჭავარიანის, ასევე, მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ გზაზე; ბერიტაშვილის, ცხვედაძის, აბაშიძის ქუჩებზე, თამარ მეფის გამზირზე, ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე - თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ; ცინცაძის, ზაქარიაძის, სვანიძის ქუჩებზე, წყნეთში - რუსთაველის ქუჩაზე, დოლიძის, ნოზაძისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე; სარაჯიშვილის გამზირზე, ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ; შენგელიას, ბოჭორიშვილის, ბენდელიანის, ჯავის ქუჩებზე, გლდანის მე-5 და მე-7 მიკრორაიონებში; შეშელიძის, კობის, თიანეთის, ასევე, კაპანაძისა და ღოღობერიძის ქუჩებზე; კახეთის გზატკეცილი N50-ის მიმდებარედ, მარუაშვილის, აბაშვილის, ციხისძირისა და გუდარეხის ქუჩებზე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ლოკაციაზე ცენტრალური კოლექტორის ვიდეოკამერით დათვალიერებაც მოხდა.