მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს

62a05786b2523
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.22 12:10
1103
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ნაროუშვილი დაიკავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს წარედგინება.

„წარმატებებს ვუსურვებ ლევანს. ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია. არსებობს სერიოზული გამოწვევები, ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტები. ასე რომ, ლევანს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ამ დრომდე, ლევან ნაროუშვილი გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები