დეკემბერში, თბილისში 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა, რომლებიც იანვრის ბოლოდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას”. ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მერიის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლომდე თბილისს ეყოლება კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 400-მდე ავტობუსი, რაც მთლიანი საავტობუსო პარკის დაახლოებით 40% იქნება. როგორც ცნობილია, დედაქალაქში 18 მეტრიანმა ავტობუსებმა წინასწარ განსაზღვრულ სატრანსპორტო დერეფნებში უნდა იმოძრაონ. აღნიშნული ავტობუსები ქალაქში ჯერ კიდევ 3 წლის წინ, 2020 წელს უნდა გამოჩენილიყო.
სტუმარი: გიორგი ბაბუნაშვილი - ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი;