მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერის მოადგილეების ნაწილი თანამდებობებს შეინარჩუნებენ

5a092e23f41dd
BM.GE
13.11.17 09:27
1212
თბილისის მერის მოადგილეების ნაწილი თანამდებობებს შეინარჩუნებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ საკუთარი თანამდებობა და კაბინეტი კახა კალაძეს გადააბარა. ნარმანიამ მის შემცვლელს წარმატებები უსურვა და იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც კალაძეს განსაკუთრებული მუშაობა მოუწევს. "ეს სამი წელი და სამი თვე დატვირთული იყო გამოწვევებით, რომელთა ნაწილი დაძლეულია ჩვენი აქტიური მუშაობით. არის რამდნიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც დღემდე გამოწვევად რჩება. ეს არის ტრანსპორტთან, საცობთან დაკავშირებული საკითხები, რაც ყურადსაღებია. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება განსახორციელებელი, რის შემდეგაც ამ თვალსაზრისით უფრო მოწესრიგებული ქალაქი უნდა გვქონდეს", - განაცხადა ნარმანიამ. მას დღეს არ დაუკონკრეტებია, სად გააგრძელებს მუშაობას. "ერთი-ორი კვირა დავისვენებ. გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ამას თქვენ პირველები გაიგებთ", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები