მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერმა ახალი მოადგილეები წარადგინა

5a09804f3a521
BM.GE
13.11.17 15:20
1307
თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა. მისი განცხადებით, ამ პოსტს დაიკავებენ: მაია ბითაძე - გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ხმალაძე - ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი - თბილისის მერის მოქმედი მოადგილე, ილია ელოშვილი - ენერგეტიკის მინისტრი და ირაკლი ბენდელიანი.

განცხადება კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ მერიაში გააკეთა.

"ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს და ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო სლოგანი, ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი. მე წარმოვადგინე ქალაქის განვითარების გეგმა. ამ მასშტაბური დაპირებების პროგრმების აღსრულებას კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი სჭირდება“,- აცხადებს კალაძე.

მისი თქმით, ირაკლი ხმალაძეს ყველა კარგად იცნობს, რამდენადაც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. კალაძის შეფასებით ხმალაძესთან ერთად ენერგეტიკაში ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული.

მერის თქმით, მაია ბითაძე ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრი. კალაძის განცხადებით, ადგილს ინარჩუნებს მერის მოქმედი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, რამდენადაც ის გამოცდილი ადამიანია.

რაც შეეხება ირაკლი ბენდელიანს, კახა კალაძის შეფასებით, მას კარგი გამოცდილება აქვს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით და ენერგეტიკის სამინისტროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

ილია ელოშვილი კი კალაძის გუნდს სამთავრობო ცვლილებების დასრულების შემდეგ შეუერთდება, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები