მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის მერმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო"

5afc23612e289
მეგი კავთუაშვილი
16.05.18 16:21
435
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ილია წულაიამ, თბილისის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდა, - ამის შესახებ მან ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა. საკითხი ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც 90-იანი წლებიდან ბინებს უშედეგოდ ელოდნენ. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 3 000-ზე მეტი ოჯახი ბინას ეტაპობრივად მიიღებს.

,, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა დღეს თბილისის მერია. დაახლოებით 30 წელი ელოდა ხალხი იმას, რომ კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში ბინა მიეღო, მაგრამ ვერცერთმა მთავრობამ ეს საკითხი ვერ გადაწყვიტა. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისის მერმა ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა დაიწყო და კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. მე მინდა მივულოცო თითოეულ ადამიანს, რომელიც უომედოდ იყო და ფაქტიურად 30 წელი უშედეგოდ ელოდა ბინას. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც კი მიუღია მთავრობას ბოლო 30 წლის განმავლობაში“ - განაცხადა ილია წულაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები