მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისის მეტრო რეაბილიტაციის გარეშე, შესაძლოა, საერთოდ გაჩერდეს"

5b4df1e8451e0
მაია ბიწაძე
17.07.18 20:20
1312
თბილისის მეტროპოლიტენის საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წელს განხორციელდება, - ამის შესახებ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ევროა.

,, პრაქტიკულად ტენდერის გამოცხადების წინა ეტაპზე ვართ. პროექტი გულისხმობს მთლიანად საინჟინრო კომუნიკაციების განახლებას. 1965 წელს, მას შემდეგ რაც თბილისში მეტროპოლიტენის სისტემები პირველად დამონტაჟადა, იქ არაფერი გაკეთებულა, შესაბამისად სავალალო მდგომარეობაშია და თუ ეს დღეს არ გაკეთდა, ხვალ შესაძლოა საერთოდ გაჩერდეს მეტრო და ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიის გარეშე დარჩეს“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისივე განმარტებით, პროექტი მოიცავს საინჟინრო კომუნიკაციებს, გაგრილების, ვენტილაციის, ელექტროგადამცემი და სიგნალიზაციის სისტემების მთლიან რენოვაციას. პროექტი მომავალ წელს განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები