მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მეტრო, საბჭოთა პერიოდის რეალობას შეესაბამება - სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი

მეტრო

"თბილისის რელიეფიდან და მეტროპოლიტენის სპეციფიკიდან გამომდინარე, [მეტრო] მარტივად ვერ განვითარდება, მაგრამ არის ალტერნატივები, რომელიც მერიაში განიხილება“,- ამის შესახებ BM.GE-სთან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი შარკოვი აცხადებს.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი ვითარდება, მეტროპოლიტენი გაფართოებას და სადგურების დამატებას საჭიროებს.

„ჩვენი ქალაქი ვითარდება. დღეს, რაც მეტროპოლიტენი გვაქვს, რეალურად საბჭოთა პერიოდის რეალობას შეესაბამება და აუცილებლად საჭიროებს გაფართოებას და სადგურების დამატებას. სამწუხაროდ, მეტროპოლიტენი საკმაოდ კაპიტალტევადი სფეროა. ახალი სადგურების ასაშენებლად, საჭიროა ძალიან ბევრი ინვესტიცია. იმედი გვაქვს, სახელმწიფოში მერიის დახმარებით გამოიძებნება შესაბამისი სახსრები და ჩვენ გავფართოვდებით.

მიწის ზემოთ მხოლოდ ორი ინფრასტრუქტურა გვაქვს. გოცირიძე და დიდუბე. თბილისის რელიეფიდან და მეტროპოლიტენის სპეციფიკიდან გამომდინარე, [მეტრო] მარტივად ვერ განვითარდება, მაგრამ არის ალტერნატივები, რომელიც მერიაში განიხილება, იგივე დიდი დიღმის კავშირი, მუხიანის და ფონიჭალის მიმართულებები. განვითარების ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა სანამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები არ გამოიძებნება, სამწუხაროდ ამ მიმართულებებზე ღონისძიებებს ვერ ვახორციელებთ“,- განაცხადა შარკოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები