თბილისის მეტროპოლიტენს 2021 წლამდე 12 ახალი შემადგენლობა დაემატება
თამუნა დემეტრაშვილი
24.10.18 10:47
• 552
თბილისის მეტროპოლიტენს 2021 წლამდე 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. -ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, წელს მეტროს უკვე დაემატა 4 მოდერნიზებული შემადგენლობა. ,,ეს საკმარისი არ არის, ვმუშაობთ იმაზე, რომ მომდევნო წლებში 4-4 შემადგენლობა დავამატოთ ყოველწლიურად, რაც საშუალებას მოგვცემს მინუმუმამდე დავიყვანოთ სადგურებში მოცდის დრო”-განაცხადა კალაძემ.