თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი დროებით გაჩერდა. როგორც BM.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, პირველ ხაზზე მატარებელი დაზიანდა და მის ჩიხში შეყვანას 2 წუთი სჭირდება, რის შემდეგაც მოძრაობა სრულად აღდგება.
ცნობისთვის, მოქალაქეების ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დაახლოებით 10 წუთია შეჩერებულია.
განახლება 13:27
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა.




























