მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება

5cc089d846e4e
ლიკა გურაბანიძე
24.04.19 20:00
1529
თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება.

როგორც bm.ge-ის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, პირველი ხაზის გათიშვა მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია უბანზე სადენის დაზიანებამ გამოიწვია.

„ტექნიკური ჯგუფის შესვლა გახდა საჭირო და ამიტომ, პირველ ხაზს ვერ ვემსახურებით და შესაბამისად, მგზავრთა გადაადგილება დროებით აკრძალულია,“ - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ზუსტად ვერ ამბობენ, დროის რომელ მონაკვეთში აღდგება პირველ ხაზზე მგზავრთა გადაადგილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები