მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა

მეტრო

თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა. მანამდე პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობდნენ მხოლოდ "ვარკეთილიდან" "სადგურის მოედნამდე".

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეფერხება გამოიწვია მატარებლის დაზიანებამ, რის გამოც მეტროსადგური “სადგურის მოედნიდან” მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებული იყო.

"ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში მგზავრთა მომსახურებას განაგრძობს", - იტყობინება სატრანსპორტო კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები