თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზი" გაჩერებულია.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ BM.GE-ს განუცხადა, ხაზის მუშაობის შეჩერების მიზეზი, ტექნიკური ხარვეზია. თუმცა, კონკრეტულად რა ხარვეზზეა საუბარი, ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ.
"ამ ეტაპზე, საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერებულია, თუმცა რა ხარვეზზეა საუბარი, ამჟამად ინფორმაცია არ გვაქვს. სავარაუდოდ, ხარვეზის მოგვარებას, დაახლოებით 2 საათი მაინც დასჭირდება", - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
რაც შეეხება პირველ ხაზს, კომპანიის ინფორმაციით, ის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.