მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტის ბიუჯეტი ₾5 მილიონით იზრდება

თბილისის მეტრო

თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის ბიუჯეტს 5 მილიონი ლარი ემატება, ამას ითვალისწინებს მთავრობის 13 ოქტომბრის განკარგულება. პროექტზე მიმდინარე წელს 30 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, შესაბამისად ის 35 მილიონი ლარი გახდება.

2025 წლის ივლისში საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულად გამოვლინდა "ჯი-თი ჯგუფი", რომელიც თბილისის მერიას 150 მილიონ ევროდ 111 ახალ ვაგონს მიაწვდის. აღნიშნულ ვაგონებს ჩინური მწარმოებელი CRRC დაამზადებს.

როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ავანსი უკვე ჩაერიცხა, ხოლო ავანსის გარანტიისთვის კომპანიამ 17.6 მილიონი ევროს საბანკო გარანტია წარადგინა.

ახალი ვაგონების მოწოდება 2026 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები