მუნიციპაულური განვითარების ფონდი თბილისის მეტროს საკომუნიკაციო და სავენტილაციო ქსელის შეცვლას 2019 წელს დაიწყებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ის ახლა შეფასების ეტაპზეა.
„თბილისის მეტროპოლიტენის არსებობის ისტორიაში, საინჟინრო ქსელების რენოვაცია არ განხორციელებულა“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი შენგელიამ „საქმის კურსში“.
მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ, შესაძლოა, ქსელი ერთ დღესაც მწყობრიდან გამოვიდეს, აქედან გამომდინარე მისი მთლიანი განახლება გადაუდებელი აუცილებლობაა. გიორგი შენგელიას თქმით, პროექტი ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.

























