მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლთა ნაწილის მიერ დაგეგმილ გაფიცვას უარყოფს

5b60793c21651
BM.GE
31.07.18 18:58
712
„თბილისის მიკროავტობუსი“ მოკრავტობუსების მძღოლთა ნაწილის მიერ დაგეგმილ გაფიცვას უარყოფს. კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია. მათი მტკიცებით, კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზადყოფნას გამოთქვამს, კონსტრუქციული დიალოგისთვის.

„საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსით“ გავრცელებული ინფორმაცია მიკროავტობუსების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არც კონკრეტული რესპოდენტის მიერ დასახელებული ციფრებია რეალური. „თბილისის მიკროავტობუსი“ ნებისმიერი დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზად ყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები