მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისის მიკროავტობუსმა კონდიცირების სისტემის გასამართად უპრეცედენტო ინვესტიცია ჩადო"

5b33578285c91
სალომე მეცხვარიშვილი
27.06.18 13:22
603

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თბილისის მიკროავტობუსმა უპრეცედენტო თანხა ჩადო იმაში, რომ ყვითელ მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემა გამართულიყო.

"ზაფხულის ცხელ დღეებში არაერთხელ იქნა დაანონსებული მერის მხრიდან მკაცრი მოთხოვნა, რომ სამარშრუტო კომპანიებმა უზრუნველყონ ტაქსებში კონდიცირების სისტემა. ამ მიზნით მათ საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯეს, რომ ყველა სამარშრუტო ტაქსში გამოცვლილიყო სისტემა. უპრეცებდენტო რაოდენობის ხარჯი იქნა გაწეული კომპანიისგან, რომ თბილისელები არ შეწუხდნენ სიცხით.

რაც შეეხება კონტროლს, კომპანიამ შეიმუშავა შიდა რეგულირების სქემა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, მძღოლებს პასუხისმგებლობა უდგებათ, თუ სისტემას არ ჩართავენ. მეორე მხრივ, არსებობს შემარბილებელი რეჟიმი მათი მუშაობისთვის, როდესაც კონდინცირების სისტემა ჩართულია. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოსახლეობის მოთხოვნა რიგ შემთხვევაში არის არათანმიმდევრული. ზოგს ტემპერატურა აწუხებს, ზოგს სცივა. შესაბამისად, არის გარნვეული სტანდარტი, როდესაც ტემპერატურა სცდება გარკვეულ გრადუსს, 5-8- გრადუსით ნაკლები უნდა იყოს ტემპერატურა შიგნით",- აცხადებს ბითაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები