მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მიწათსარგებლობის გეგმაზე მომუშავე ჯგუფი თბილისის მერიას ტრამვაის აღდგენას სთავაზობს

574e99658d8ac
დავით ჯალაღონია
01.06.16 12:12
6624
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი თბილისის მერიას ტრამვაის აღდგენას სთავაზობს.
 
როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტს შორის ერთ-ერთი უპირატესად საინტერესო სახეობაა ტრამვაი, რომელმაც ბევრ ევროპულ ქალაქში დაიმკვიდრა ადგილი და თბილისის შემთხვევაშიც ტრადიციულია. აქ ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ საბჭოთა ტრამვაის. დღევანდელი ტრამვაი არის ეკოლოგიურად სუფთა, ძალინ მიმზიდველი ესთეტიური თვალსაზრისით და ბევრი ქალაქის ემბლემაა. ამიტომ გვინდა, რომ ამ ჩვენი შეთავაზებებით საფუძველი დაედოს იმას, რომ თბილისში ტრამვაი დამკვიდრდეს“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

მისივე განმარტებით, ევროპის ქალაქებში, სადაც ტრამვაი დამკვიდრდა, მისი ხაზის გასწვრივ უძრავი ქონების ფასმა მოიმატა, რაც ამ სახეობის ტრანსპორტის ფუნქციონირების ერთ-ერთი უპირატესობაა.

„თბილიშიც პრეცენდენტი უნდა შევქმნათ. ამისთვის უცილებელია გონივრულად და სწორად შეირჩეს კორიდორი - რა არეალები აკინძოს ამ მარშრუტმა. ამას აზუსტებენ ჩვენი სპეციალისტები. საერთოდ, გენერალური გეგმა ამ კორიდორებს ადგენს, შემდეგ კი თემატური პროექტებით უნდა დაზუსტდეს ცალკეული მარშრუტი", - აღნიშნა ბოლქვაძემ.

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი ტრამვაის ხაზის აღდგენის ერთ-ერთ ვარიანტად ფრანგული კომპანია "სისტრას" პროექტს განიხილავს, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალამდე არსებული მონაკვეთის დაკავშირებას გულისხმობს. არის ასევე მეორე - უფრო მასშტაბური ვარიანტი, რომლის მიხედვით ტრამვაის ხაზი შესაძლოა, დიღმიდან დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები