ქართული ტრადიციული საახალწლო ტკბილეულის, გოზინაყის მომზადებას თბილისის მოსახლეობის 66% აპირებს. მთავარი კერძებიდან ყველაზე პოპულარული საცივია (60%). შემწვარი გოჭის მომზადებას კი მხოლოდ 20% გეგმავს.
ACT-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, საახალწლო სუფრისთვის საშუალოდ გათვალისწინებული თანხა 250 ლარია.
ძირითად კერძებს შორის სახელდება ხაჭაპური, ფხალეული და ოლივიეც. გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ნოემბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.