„თბილისის მშრალი პორტი“ ოპერირებას 2025 წლის იანვრიდან დაიწყებს - ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა. შედეგად შესაძლებელი იქნება, რომ ფოთისა და ბათუმის პორტებში შესული კონტეინერები თბილისისკენ გადმომისამართდეს და დასაწყობდეს. პროექტის ინვესტორების განცხადებით, ინტერმოდალური ლოგისტიკური ცენტრი შუა დერეფანს და რეგიონის ქვეყნებსაც მოემსახურება. თბილისის მშრალი პორტის ერთ-ერთი ინვესტორი საამიროების მსხვილი კომპანია „აბუ დაბი პორტს გრუპია“. რა გეგმები აქვთ ინვესტორებს და რა როლს შეასრულებს ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოს და შუა დერეფნის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში.