თბილისის ბიუჯტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 6 თვეში შრომის ანაზღაურებაზე 38 მლნ 722,3 ათასი ლარი დიხარჯა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (35 მლნ 125,3 ათასი) 3 მლნ 597 მლნ ლარით აღემატება.
მათ შორის, თბილისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებამ საანგარიშო პერიოდში 2 მლნ 875.2 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის 6 თვის ხარჯზე 27.9 ათასი ლარით ნაკლებია.
რაც შეეხება თბილისის მერიას, საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებს, ამ მიმართულებით წლის პირველ ნახევარში 13 მლნ 105.3 ათასი ლარი დაიხარჯა - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 მლნ 798.7 ათასი ლარით ნაკლები.
საერთო ჯამში, ფინანსური დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის 6 თვეში შრომის ანაზღაურების მუხლით გათვალისწინებული გეგმა 89%-ით შესრულდა.

























