მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მუნიციპალიტეტს MAN-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მოემსახურება

631b3bb191e3d
BM.GE
09.09.22 17:45
1203
„თეგეტა ჰოლდინგი“ დედაქალაქის განვითარებასა და კეთილმოწყობაზე ზრუნვას განაგრძობს. ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ „თბილსერვის ჯგუფს“ MAN-ის ბრენდის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა გადასცა.

ახალი სპეცტექნიკისთვის ტენდერი თბილისის მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტმა „თეგეტა თრაქ ენდ ბასისაგან“ 12 ერთეული MAN TGS 33.360 6x4 BL CH ტექნიკა მიიღო. თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი დედაქალაქს უკვე ემსახურება. სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, „თეგეტა“ „თბილსერვის ჯგუფს“ დამატებით 15 ერთეულ ნაგავმზიდს ოქტომბერში გადასცემს.

ბექა ბერიძე „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ დედაქალაქის განვითარების პროცესში „თეგეტა“ აქტიურად არის ჩართული. საამაყოა, რომ თბილისის ქუჩების სისუფთავეზე გერმანული პრემიუმ ბრენდის MAN-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა იმუშავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულების თანახმად, „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ იღებს ვალდებულებას, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების გამართულობა და სერვისი უზრუნველყოს“.


„თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მიერ გადაცემული 12 ერთეული MAN TGS 33.360 6x4 BL CH ნარჩენების გადამტვირთავი, სხვა სპეციალური დანიშნულების ტექნიკასთან ერთად, თბილისის მერმა წარადგინა. კახა კალაძემ აღნიშნული სპეცტექნიკის მიწოდებაში მონაწილე კომპანიებს მადლობა გადაუხადა.

სატვირთო, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასია“.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის განვითარებაზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ 2016 წლიდან ზრუნავს. კომპანია თბილისს თანამედროვე ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფს, მათ შორის არის MAN-ის მარკის უახლესი თაობის, ევრო 6 სტანდარტის მუნიციპალური ტრანსპორტი.

***
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ 2006 წელს დაარსდა და სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ გერმანულ ბრენდს, MAN-ს, საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი Man-ის ცენტრალური, მიუნხენის ცენტრის სტანდარტებით აშენდა და აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. Tegeta Truck and Bus-ის საქმიანობა მოიცავს სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ავტომობილების სრულ სერვისს, ასევე რეალიზაციასა და რეალიზაციის შემდგომ საგარანტიო მომსახურებას.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები