მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა სატესტო რეჟიმში მუშაობას შემოდგომაზე დაიწყებს

586faa71eab19
სალომე მეცხვარიშვილი
07.01.17 10:05
4401
თბილისის ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა სატესტო რეჟიმში მუშაობას მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყებს. როგორც „ბიზნესკონქტრატს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „კადევე ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვაჟა სამადბეგიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანია მშენებლობის ნებართვის აღებას ელოდება.

კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნებართვას სავარაუდოდ თებერვალში მიიღებენ, რის შემდეგაც სამშენებლო სამშაოები დაიწყება. ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა შემოდგომაზე სატესტო რეჟიმში 30%-40%-ით დაიტვირთება.

ვაჟა სამადბეგიშვილის განცხადებით, დღიურად ქარხანა 1000 ტონა ნაგავს გადაამუშავებს, რომელსაც საწარმოს „თბილსერვის ჯგუფი“ მიაწოდებს. საუბარია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნაგავზე.

პროექტის ღირებულება 85 მილიონ დოლარამდეა, საიდანაც ნაწილი OPIC-ის ინვესტიციაა, ნაწილი კი კერძო გრანტები და ინვესტიცია.

„კომერციულად მომგებიანი ბიზნესი რომაა, ჩვენ ეს დავამტკიცეთ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში. შესაბამისად, ამიტომ მოგვენიჭა უპირატესობა და გავიმარჯვეთ. ჩვენ არ ვითხოვთ ბიუჯეტიდან მოსაკრებელს. ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული მეორა ნედლეულის რეალიზაცია იქნება ჩვენი შემოსავალი“,- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ვაჟა სამადბეგიშვილი.

ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა ლილოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები