მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დაწყება ბიუროკრატიული ბარიერების გამო გადავადდა

590b421a9fc45
სალომე მეცხვარიშვილი
05.05.17 09:41
1610
თბილისის ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დაწყება ბიუროკრატიული ბარიერების გამო გადავადდა -  "საქმის კურსთან" პროექტის განმახორციელებელი კომპანია "კადევე ჯორჯიას" ხელმძღვანელი ვაჟა სამადბეგიშვილი აცხადებს, რომ ზუსტად ერთი წლის წინ გაფორმდა მემორანდუმი "თბილსერვის ჯგუფთან" და მხოლოდ ახლა დაასრულეს ნებართვის მიღების პროცედურები. საუბარია მშენებლობის ნებართვაზე - ეკონომიკის სამინისტროსგან, გარემოზე ზემოქმედების შეფასება - გარემოს დაცვის სამინისტროსგან და ა.შ.

"ქარხანა ვერ შევა ექსპლუატაციაში შემოდგომაზე, ნებართვების აღებას ახლა მოვრჩით და ველოდებით ხელშეკრულებას. სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდება,
მშენებლობლობას როგორ დავიწყებთ? ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც 3 მაისს მემორანდუმი გავაფორმეთ. ნებართვების აღება გაგვიგრძელდა ამ ეტაპამდე",- აცხადებს ვაჟა სამადბეგიშვილი.

მისი თქმით, ამჟამად დარჩენილია მიწის გადაცემის პროცედურები, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.

"მშენებლობას დავიწყებთ მაშინვე, როგორც კი მიწა გადმოგვეცემა, მშენებლობის ნებართვის ლიცენზიაში ასე გვიწერია, რომ მშენებლობის დაწყების ნებართვა გვაქვს, როგორც კი გადმოგვეცემა მიწა. ველოდებით ამ პროცესს. მუშაობის დაწყებიდან ერთ წელში გავუშვებთ ტესტ-რეჟიმში ქარხანას",- აცხადებს 'კადევე ჯორჯიას" ხელმძღვანელი.

მისი ინფორმაციით, პროექტის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტის ღირებულება 81 მილიონი დოლარია. აქვე მოეწყობა საბურავების გადამამუშავებელი ქარხანა და ამ მიმართულებით 4,5 მილიონი დოლარი ჩაიდება. იგეგმება, რომ ნარჩენების გადამუშავებისგან მიღებული ბიტუმი და დიზელი სრულად ექსპორტზე გავიდეს.

პროექტი ორ ტერიტორიას მოიცავს - ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტში, ნაწილი გარდაბნის. საუბარია, რომ კომპანია გადაამუშავებს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ შეგროვებულ ნარჩენებს. ამჟამად მთლიანი ტერიტორია- 84 ჰა „თბილსერვის“ ჯგუფის მფლობელობაშია, საიდანაც 50 ჰა სწორედ "კადევე ჯორჯიას" გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები