მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩები

თელასი
05.05.25 08:19
515

თბილისში, დღეს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩები ჩამონათვალს აქვეყნებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, ლადო მესხიშვილის, ცისკრის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავარის, ასმათის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, მუხრანის, ჩარგლის, ტიბაანის, თიანეთის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის, ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI კვარტალების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, თავკვერის, რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები