თბილისში, დღეს - 28 ნოემბერს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, პეტრე იბერის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თიანეთის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, თეიმურაზ ბოჭორიშვილის და სანდრო ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.