მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის პარალელურად აქცია "არა რუსულ კანონს" რეგიონებშიც მიმდინარეობს

აქცია ბთუმში

თბილისის პარალელურად "რუსულ კანონზე" ვეტოს დაძლევას რეგიონებშიც აპროტესტებენ. აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და ზუგდიდში.

ზუგდიდში, აქციის ორგანიზატორებმა, მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ. მათი თქმით, აუცილებელია გაერთიანება, რადგან რუსეთში ცხოვრება არ უნდა დაუშვან.

ბათუმში აქციის მონაწილეებს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მსვლელობით შეუერთდნენ.

შეკრებილების განცხადებით, "დღეს ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა".

მათივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, ქართველი ხალხი წინაპრების დაწყებულ ბრძოლას აგრძელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები