მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია დროებით შეიზღუდება

თელასი
05.03.25 08:25
1966

თბილისში, დღეს - 5 მარტს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზვიად გამსახურდიას სანაპიროს, ვერეს დაღმართის და საქანელას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვაშლიჯვრის დასახლების, გიორგი სააკაძის მოედნის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტალის, კოსტავას, გაგარინის, გელოვანის, გოთუას, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის, ტაშკენტის, კანდელაკის, იოსებიძის, შარტავას, ბროლოსანის, საბურთალოს, ხვიჩიას და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის I, II კვარტალების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები