მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

დენი
28.03.24 08:25
811

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს - 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასის ინფორმაციით, შეზღუდვა თბილისის ქუჩების ნაწილის მოსახლეობას შეეხება. ეს ქუჩებია:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, ილორის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ცაბაძის და ლებანიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მაისურაძის, თრიალეთის, ხომლელის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები