თბილისში, დღეს - 11 დეკემბერს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტალების, მიქელაძის, პაიჭაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუკიას ბაღის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), იყალთოს, არჩილ სულაკაურის, ბახტრიონის და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვის უბნის დასახლების IX, X, XI მიკრორაიონების, თემქის დასახლების IV, IX, X, XI მიკრორაიონების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ურეკის, გურამ ქუთათელაძის, ზურაბ ქუქჩიშვილის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, შროშის, დომენტი ჟღენტის, ამაღლების და აბაის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყრის, სადმელის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის, ალექსანდრე ბარამიძის, პეტრე გამყრელიძის, სამოცდამეშვიდეს, ურეკის, ველისციხის, სამოცდამეცამეტეს, ვასილ კაკაბაძის და პეტრე ამირანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.