თბილისში, ქსელში გადართვების გამო დღეს - 9 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტალის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ლეო და ნოდარ გაბუნიების, ავთო ვარაზის, მელიტონ ქანთარიას, შალვა ნუცუბიძის, ამბერკი ტაბიძის, ფერმწერთა, ალექსანდრე ბანძელაძის, პაატა დათუაშვილის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სათემოს, გოლოვნის, კვალეთის, სამრეკლოს, შაქრიანის, ბეღლეთის, კიკეთის, საინგილოს, ბეთანიის, გუმბრის, სამხედროს, ნაქერალას, გედევანიშვილის, ნიაბის, ბზიფის, ჟონეთის, კაიშაურის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, თეძამის, რაზიკაშვილის, გალავნის, კვესეთის, საინგილოს, ახალუბნის, რუისპირის, ფშავის, ოძისის და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.