მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ქუჩებს მგზავრთა გადახურული მოსაცდელები დაემატება

5ad267d31a701
მეგი კავთუაშვილი
15.04.18 14:00
957
თბილისში ავტობუსის გაჩერებებზე მგზავრთა გადახურული მოსაცდელები გაკეთდება. 80 მოსაცდელის მშენებლობისთვის 442 ათასი ლარი გამოიყო. კომპანიას, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს, თბილისის მერია ტენდერის საშუალებით გამოავლენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„მოსაცდელი გაყოფილ უნდა იქნას ორ ნაწილად, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯიხურში იოლად შეღწევადობას, კონსტრუქციის შიგნით მოხაზულ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნა (თერმო ან ცივი პლასტით) შემსყიდველთან შეთანხმებით.“ - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები