მერიის უბრანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, როდის გადაწყდება შემოვლითი რკინიგზის პროექტის ბედი. რუსუდან მირზიკაშვილის თქმით, ამ საკითხზე აზრები იყოფა და თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის პროექტის ავტორებისგან განსხვავებული იდეებიც არსებობს.
"თბილისი მოიაზრება როგორც საქართველოს ძირითად ადმინისტრაციაულ, კულტურულ, საფინანსო-ეკონომიკურ ცენტრად, ასევე რეგიონის მასშტაბით საკმაოდ მსხვილ სატრანსპორტო დერეფნად. ეს ამოცანა თავისთავად მიანიშნებს რომ ის გამტარუნარიანობა რაც ქალაქს უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული. ტექნიკურად როგორ მოხერხდება ამ ამოცანის მიღწევა, ისე რომ ქალაქისთვის იყოს მაქსიმალურად მომგებიანი მიწათსარგებლობის თვალსაზრისით, ეს უკვე ტექნიკური დამუშავების საგანია.“ - განაცხადა რუსუდან მირზიკაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში.

























