მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტროენერგია?

ელექტრომომარაგება
06.09.24 08:24
1837

თბილისში, დღეს - 6 სექტემბერს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი ტაბახმელას მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას V კვარტალის, ანა პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძის და მინდელის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), რიონჰესის, დიდი ჯიხაიშის, სანერგეს, გიორგი სააკაძის, ჭყონდიდელის, ცინცაძის, იმერეთის, მრევლიშვილის, კოხრეიძის, ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები