მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

ელექტრომომარაგება

თბილისში, დღეს - 26 ივლისს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება. ეს ქუჩებია:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, გოძიაშვილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და კვაჭაძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, გრიშაშვილის, ბერძნის, ეფრემ მცირეს, კრწანისის, გორგასალის, ოფრეთის და შატაიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, სოფელი ოქროყანის, სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვეძინის, მესხის, თხინვალის, ცხემის, არსენას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, აბაკელიას, კოტეტიშვილის, ბესიკის, მიხაი ზიჩის, გრიბოედოვის, ჟორდანიას, ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ზურაბ ჟვანიას, მთაწმინდის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის და არბოს ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კახეთის ჩიხის და რევაზ მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, მოსულიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები