მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება დღეს?

ელექტრომომარაგება

თბილისში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს - 2 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, რომელთა მოსახლეობასაც შეზღუდვა შეეხება. ეს ქუჩებია:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), შანდორ პეტეფის, ნიკო მუსხელიშვილის, დავით კვაჭანტირაძის, შალვა მშველიძის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, შოთა ნიშნიანიძის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), ნადიკვარი-2 დასახლების (ნაწილობრივ), ბეჟან კალანდაძის, კრწანისის, ორთაჭალის და გრიგოლ ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, სულხან ცინცაძის, საირმის, კუტუზოვის, გამრეკელის, ზაურ ბოლქვაძის, პანკისის, ზურაბ ქაფიანიძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, იყალთოს, კოსტავას და გურამ ბზვანელის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის და ქრისტეფორე არეშიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), იროდიონ ევდოშვილის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები