მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რომელ ქუჩებზეა ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი?

5aea2fd158b3f
ანა ლაპიაშვილი
03.05.18 10:00
2580
ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების 11-ე ეტაპის შედეგების მიხედვით, რომელიც გარემოს დასცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა 25 შემოწმებული ლოკაციიდან ჰაერში აზოტის დიოქსიდის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მელიქიშილის გამზირზე ფიქსირდება.

ევროკავშირის ნორმების შესაბამისად ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების მნიშვნელობების (მკგ/მ3) და ჰაერის ხარისხის შესაბამისი ინდექსების მიხედვით მელიქიშვილის ქუჩაზე დაფიქსირებული 68.58მკგ/მ3 ჰაერის დაბინძურების საშუალო ინდექსია.

66.63მკგ/მ3 ფიქსირდება ტექნიკურ უნივერსიტეტთან. 64.90 - 64.90 მკგ/მ3 ავლაბრის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. 25 შესწავლილი ქუჩიდან ევროკავშირის ნორმების შესაბამისად ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების დაბალი ინდექსი მხოლოდ 5 შემთხვევაში დაფიქსირდა. მათგან 4 შემთხვევაში აღრიცხული მონაცემები ( პეტრიწის ქუჩა, მზიურის პარკი, ბენდელიანის ქუჩა, ლიბანის ქუჩა ) ახლოს არის ზღვართან ( დაბალი ინდექსი 0-40 მკგ/მ3) რომელიც ევროკავშირის ნორმების მიხედვით დაბალ ინდექსად განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ შემოწმებული 25 ნიმუშიდან არც ერთი შემთხვევა არ ხვდება მაღალი ან ძალიან მაღალი ინდექსის კატეგორიაში.

ბენზოლის გარდაჭარბება თბილისის არც ერთ ქუჩაზე არ არის დაფიქსირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები