მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. ბარიერგადალახული ოთხივე პარტიის წარმომადგენლები ახლა, სააპელაციო სასამართლოსთან არიან შეკრებილი, სადაც პოლიციის მობილიზებაა.

შენობის ღობის მიღმა სამართალდამცველები იმყოფებიან და მოქალაქეებს შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ოპოზიციას დღეს სპორტის სასახლესთან ჰქონდა დაგეგმილი აქცია, თუმცა მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დააანონსა, ლოკაცია შეიცვალა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, თუმცა, სასამართლომ სარჩელის განხილვა ხვალ, 14:00 საათისთვის გადადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები