მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეოთხედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

58cab0c617752
BM.GE
16.03.17 19:34
2589
ამსტერდამში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2017“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეოთხედ დასახელდა.

TAV Georgia-ს ცნობით, მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, რიგის, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ბრატისლავას, ბუქარესტის და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები - 2017 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები