მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება"

598c0a272acdf
BM.GE
10.08.17 11:23
851
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა.
მინისტრის ინფორმაცით, გვიან ღამით გარკვეული ხარვეზები შეექმნა საერთაშორისო სისტემა SITA-ს, რომელიც ახდენს როგორც მგზავრების ფიზიკურ, ისე ონლაინრეგისტრაციას.

გიორგი გახარიას განმარტებით, არსებული ცნობით, პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში არ შექმნილა, ის უფრო გლობალურია და შესაბამის უწყებებს მუდმივი კავშირი აქვთ SITA-ს სათავო ოფისთან, რათა ხარვეზი უმოკლეს დროში აღმოიფხვრას.

„სამწუხაროდ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინრეგისტრაციის არარსებობის გამო, ყველა მგზავრი ფიზიკურად უნდა დარეგისტრირდეს, რის გამოც იქმნება რიგები. რეისების შეფერხების საშუალო დრო 15-20 წუთია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები