ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - Southwind Airlines-მა თბილისიდან ანტალიის მიმართულებით დღეს პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა.
Southwind Airlines-ი ჩარტერულ რეისებს ანტალიის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირას, 25 სექტემბრამდე, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
დღეისათვის, ანტალიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ავიკომპანია Pegasus-ი კვირაში 5 სიხშირით ასრულებს, ხოლო სექტემბერში - კვირაში 6 რეისს შეასრულებს.