მოდელირებული სცენარის პირველი ეტაპით გათვალისწინებული იყო საჰაერო ხომალდის აფეთქების საფრთხე, კერძოდ, საჰაერო ხომალდზე ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენების მცდელობა ხმელეთზე, ხოლო მეორე ეტაპით - საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაცია - მოულოდნელი საავიაციო შემთხვევა აეროდრომზე.
სრულმასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის წევრები, „ტავ ურბან საქართველო“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თბილისის განყოფილების თანამშრომლები, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი დანაყოფი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლები, განაღმვის სამსახურის სპეციალური დანაყოფი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შპს „საქაერონავიგაცია“, ავიაკომპანია „ჯეო სქაი“, შპს „ქალაქ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“, შპს „ჩემი ოჯახის კლინიკა“.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება რეგულარულად ტარდება. სწავლების მიზანია საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.





























