მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საფონდო ბირჟაზე ემიტენტების რაოდენობა გაიზარდა

თბილისის საფონდო ბირჟაზე ემიტენტების რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის ბირჟაზე 20 კომპანიის ობლიგაციებია დალისტული, მათ შორის ორი - “საქართველოს ბანკის” და “თეგეტა მოტორსის” ფასიანი ქაღალდები A კატეგორიაშია. ბირჟის მენეჯმენტი წლის ბოლომდე თბილისის საფონდო ბირჟის პლატფორმის ტექნიკურ განახლებას გეგმავს. უახლოეს თვეებში პლატფორმას დამატებითი ფუნქციონალები ექნება, რაც ინვესტორებს საშუალებას მისცემს, ბირჟაზე უფრო მარტივად ივაჭრონ. თბილისის საფონდო ბირჟისგან განსხვავებით შედარებით აქტიურია საქართველოს საფონდო ბირჟა. წლის დასაწყისიდან დღემდე ბირჟაზე 54 გარიგება დაიდო, პლატფორმაზე კი ჯამში 73,6 მილიონი ლარის ღირებულების 4,3 მილიარდი აქციაა დალისტული. როგორ აპირებს თბილისის საფონდო ბირჟის გააქტიურებას მისი მენეჯმენტი, რას შეცვლის დაგეგმილი ტექნიკური ცვლილებები და როგორ უნდა მოხდეს კომპანიების მიერ აქციების გამოშვება და ბირჟაზე განთავსების ხელშეწყობა?

სტუმარი: გიორგი ამზაშვილი - თბილისის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები