მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა - ვინ რა პოზიციებს დაიკავებს?

61afa609633d5
თამთა ჯიჯავაძე
07.12.21 22:18
558
თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ვიცე-მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ.

მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - გიგა გიგაშვილი; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - კახაბერ გულედანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი პაპავა; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.

რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგებლებს, ჩუღურეთის რაიონს დავით უთმელიძე, დიდუბის რაიონს ვლადიმერ ძნელაძე, გლდანის რაიონს ლევან ნაროუშვილი, ვაკის რაიონს დავით კვინიკაძე, ხოლო ისნის რაიონს ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს. კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მთაწმინდის - დავით კირკიტაძე, ნაძალადევის - ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს - გაიოზ ვასაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კი, კახა სამხარაძე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები