მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საკრებულომ “ლაგუნა ვერესა” და სხვა მრავალსართულიან კომპლექსების მშენებლობას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულომ დღეს, 25 აგვისტოს, გამართულ რიგგარეშე სხდომაზე რამდენიმე მასშტაბურ საცხოვრებელი კომპლექსისა და ცათამბჯენის პროექტს უყარა კენჭი.

მათ შორის იყო “ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ 52-სართულიანი კომპლექსის, ვაკეში 169-სართულიანი სპორტის უნივერსიტეტისა და ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობები. 

საკრებულომ ყველა ამ პროექტს მხარი დაუჭირა. სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირეს დიღომში, პეტრე იბერის ქუჩის შესახვევში დაგეგმილ 100 000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების პროექტსაც.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მხარდაჭერა მშენებლობის ნებართვას ავტომატურად არ ნიშნავს და საბოლოო თანხმობის მოპოვება დეველოპერ კომპანიებს თბილისის მერიისგან მოუწევთ.

დღევანდელი სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლება კენჭისყრის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები