მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება

6058fc5c0190a
BM.GE
23.03.21 00:10
15540
მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში 25 მარტს, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი” წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

"კომპანია ბლექ სი გრუპის” მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 24 მარტის 23:00 საათიდან 26 მარტის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ბარნოვის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, კეკელიძის, არაყიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის ქუჩებს;

პეკინის, კოსტავას, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, დოლიძის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, მიცკევიჩის, საირმის, ბახტრიონის, ზემო ვეძისის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის, მელიქიშვილის, თაბუკაშვილის, ჭონქაძის, ამაღლების, გ. ტაბიძის, პეტრიაშვილის, ჭოველიძის, ქიაჩელის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, ვერიკო ანჯაფარიძის, გრიბოედოვის ქუჩებს;

პუშკინის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის, ორთაჭალის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანის, მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები