მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდა

 თბილისის საქალაქო სასამართლო
07.09.24 00:25
410

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.

აღნიშნულს არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულებს მოწმეებზე ზემოქმედება და მიმალვა არ უცდიათ, აქედან გამომდინარე, უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

ბრალდებული ექვს პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები