მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სატრანსპორტო კომპანია 7 მილიონ ლარად მეტროსთვის ახალ რელსებს ყიდულობს

მეტრო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა 7.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მეტროს ახალი რელსების შესაძენად. ტენდერის თანახმად, რელსები უნდა იყოს 2026 წელს დამზადებული. მთლიანობაში კომპანია 1500 ტონა რელსების შეძენას გეგმავს.

"რ-50 ტიპის რელსი, გამოშვებული არანაკლებ 2026 წელს. არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ერთი და იგივე ქარხნის მიერ დამზადებული, ერთი და იგივე დროს ჩამოსხმული. რელსი უნდა იყოს მეტროპოლიტენისთვის დამზადებული/განკუთვნილი და უნდა შეესაბამებოდეს ГОСТ Р 51685 ან ეკვივალენტურ სტანდარტს. რელსის დასამზადებლად გამოყენებული ფოლადი უნდა იყოს მარტენული ან ჟანგბად-კონვერტორული ან ელექტო ღუმელის მეთოდით დამზადებული, თერმულად არაგანმტკიცებული, ფოლადის კატეგორია НТ260 ან მისი ეკვივალენტური კატეგორიის, K76Ф ან Э76Ф ან მათი ეკვივალენტური მარკის. რელსები არ უნდა იყოს გადახვრეტილი, გარდა იმ რაოდენობისა რაც საჭიროა ტრანსპორტირებისათვის. რელსის სტანდარტული სიგრძე უნდა იყოს 25 მეტრი (სიგრძის დასაშვები გადახრა შესაძლებელია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით),"- ნათქვამია სატენდერო აღწერაში.

ტენდერში წინადადებების წარდგენა კომპანიებს 2026 წლის 9 თებერვლამდე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები