თბილისის სატრანსპორტო კომპანია საჯარიმო ქვითრების დაბეჭდვაში 61 ათას ლარს დახარჯავს. ქვითრებს კი პარკინგის წესების დამრღვევი მძღოლების დასაჯარიმებლად გამოიყენებს. ჯარიმის გადახდისთვის ავტომფლობელებს კვლავ 30 დღიანი ვადა ექნებათ. ვადაგადაცილების შემთხვევაში კი 150 ლარიანი საურავი დაერიცხებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე www.ttc.com.ge .
ქვითრების დაბეჭდვაზე გამოცხადებული ტენდერი კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. მასში 3 კომპანია მონაწილეობდა და მერიას წინასწარი ბიუჯეტი 110 000 ლარი ჰქონდა გათვლილი, თუმცა კომპანია „ინტერპრინტჯორჯიამ“- აღნიშნული ტენდერი 61 ათას ლარად მოიგო.

























